კვირა, 2025-07-20, 1:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

aLLPaGe.Ucoz.Com









მთავარი » რელიგია


გილოცავთ ქრისტეშობის
 ბრწყინვალე დღესასწაულს!

 
ტროპარი:

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.


 კონდაკი:

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.


Category: რელიგია | Views: 678 | Added by: elmo | Date: 2012-01-07 | Comments (0)                 


თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო.
Category: რელიგია | Views: 681 | Added by: elmo | Date: 2012-01-04 | Comments (0)                 


ქალწულებრივი სიწმინდე - იესო ქრისტეს მიერ სათნოყოფილი და ქრისტიანების მიერ პატივცემული, ებრაელთათვის სათნოებად არ მიიჩნეოდა. ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. მით უმეტეს, ყველა ნორჩი, მოზარდი გოგონა დავითის სამეფო შტოდან მოვალე იყო, დაქორწინებულიყო იმ იმედით, რომ მეფე-მესიას წინასწარმეტყველი დავითის ტომიდან მოელოდნენ.
Category: რელიგია | Views: 683 | Added by: elmo | Date: 2012-01-04 | Comments (0)                 


ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანნამ ის ხელში აიტაცა და შეს
Category: რელიგია | Views: 798 | Added by: elmo | Date: 2012-01-04 | Comments (0)                 




ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა

შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო,
 სიხარულის აუწყა ყოველსა სოფელსა

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?" - ამბობდნენ ებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.


Category: რელიგია | Views: 698 | Added by: elmo | Date: 2012-01-03 | Comments (0)                 



ტროპარი:

პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოსნი გაქუნდეს თანა-შემწედ და თანამწირველად შენ ყოვლად სამღუდელოო, დიდება რომელმან გადიდა შენ, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი:

 სურვილითა ქრისტესითა იღუაწე ყოვლად სამღუდელოო, გონება ფრთოვან ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ ღვთივ-სულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღვთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.



Category: რელიგია | Views: 1752 | Added by: elmo | Date: 2012-01-03 | Comments (0)                 



გახსენით მინი-ჩატი Google Chrome
Opera 11.61
Firefox 11.0 Beta 3
Internet Explorer 9.0 Vistaა
Flash Player 11
DAEMON Tools Lite
Skype 5.8
Adobe Reader 10
Notepad++ 5
CCleaner 3
WinRAR 4
NET Framework 4.0
KMPlayer 3
AIMP 3.00
GOM Player 2
Winamp 5
NOD32 AntiVirus 5
Avast! Free Antivirus 6
DirectX 9.0c (Jun 10)
NVIDIA Forceware 285.58 WHQL XP

Copyright MyCorp © 2025
Free web hosting - uCoz